„გრანელი“

ოჯახის საკუთრებაში არსებული, აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთში განთავსებული ღვინის ქარხანაა. მეღვინეობა გრანელი ცდილობს გააერთიანოს უძველესი ქართული ტრადიციები, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები და ბუნების ჯადოსნობა, რათა შექმნას მაღალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელები და გარკვეულწილად, თავისი როლი ითამაშოს ქართული მეღვინეობის შემდგომ განვითარებაში.

 

მეღვინეობას სახელი დაერქვა საპატივსაცემოდ ქართველი პოეტის - ტერენტი გრანელისა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა დასავლეთ საქართველოში. ის სიღატაკეში იზრდებოდა, პოეზია კი ბავშვობიდან უყვარდა. ტერენტი თავისი ძალებით ებრძოდა კომუნისტურ რეჟიმს,  გამოცხადდა შოვინსტ და მავნებელ პოეტად გრანელი ბოლო 19 წელია ქართულ ღვინოს აწარმოებს. კომპანიის მიზანია  გამოიყენოს ყველაზე დახვეწილი, ტრადიციული მეღვინეობის მეთოდები და მაქსიმალურად გააძლიეროს ნებისმიერი სახეობის ღვინის ჯიშური არომატი, ტექსტურა, გემოვნური თვისებები. მეღვინე, საქმისადმი შეურყეველი ერთგულებითა და მრავალწლიანი გამოცდილებით, მეთოდურია თავის ამოცანაში - შექმნას სრულყოფილი პროდუქტი.დაიწყო მისი შევიწროვე ბა.პროლეტარმა პოეტებმა დაგმეს მისი პოეზია 

 

 

 

 

 

ტერენტი გრანელი

შენ, დედამიწავ, უფრო მაშინებ,

როცა ოცნებით ზეცას მოვიარ,

წმინდაო ღმერთო, რად გამაჩინე, მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვნია?! 

 

შენ მიდიოდი ნისლიან გზაზე,

და კანკალებდა რტოები ვაზის,

გველივით გდევდა ცრემლების ზღვაზე,

მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.

გესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან

და გაწვალებდა თოვლი და ქარი.

ძველი დღეები შენ წინ ჩნდებოდა,

როგორც ლანდები ლურჯი სიზმარის

 

 

 

 

ვფიქრობ სიკვდილზე და რაღაც სხვაზე
და ჩემს გარშემო ფიქრების ტყეა.
ისევ მარტო ვარ სევდიან გზაზე,
ისევ შაბათის მზიანი დღეა.
ეს ჩემი გული ისევ ის არი
და ეს დღეები სევდისფერია.
გაქრა აგვისტო, როგორც სიზმარი,
დღეს მხოლოდ ოთხი სექტემბერია.
ალბათ მოვა დრო, მეც არ ვიქნები
და ჩემი მტერი მიწა მგონია.
ისევ ახლოა შენზე ფიქრები,
ისევ ახლოა ეს მაგნოლია...